მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, არ მოგცემთ სტატუსს, ეს ნორმალურია? ეს არის ევროპული...

თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, არ მოგცემთ სტატუსს, ეს ნორმალურია? ეს არის ევროპული ღირებულებები? – კალაძე

Published on

“ევროპა და ევროპული ღირებულებები ამაზე უკეთესი მე მგონი დღეს არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ჩვენ ე.წ. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, აბსოლუტურად კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს, ახლა მე გეკითხებით თქვენ, ეს ნორმალურია?! ეს ლექსიკა, ეს მიდგომები ნორმალურია?! ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულებები ნორმალურად მიგაჩნიათ?! ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები?! ასე გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა?!”

თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ ევროპარლამენტარებზე.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...