მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიხეილ თევდორაძეს, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიხეილ თევდორაძეს, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

Published on

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიხეილ თევდორაძეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 45 წლის სამხედრო ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.

მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ადგილზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

რთული მდგომარეობის გამო ბახმუტიდან ვერ გამოასვენეს ვერც 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლი. ქალაქი ახლა ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...