მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, თუმცა ისინი ომს დამოუკიდებლად არ შეწყვეტენ - ბორელი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, თუმცა ისინი ომს დამოუკიდებლად არ შეწყვეტენ – ბორელი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტურია, თუმცა ისინი ომს თავისით ვერ შეაჩერებენ. მისი თქმით, რაც დრო გავა, სანქციები მით უფრო მტკივნეული გახდება კრემლისთვის.

“სანქციები, შერწყმული სამხედრო მხარდაჭერასთან, საერთაშორისო ზეწოლასთან და დიპლომატიურ ძალისხმევასთან, ნაყოფს იძლევა. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მტკივნეული გახდება ისინი კრემლის ხელმძღვანელობისთვის და რუსეთის ეკონომიკისთვის”, – თქვა ბორელმა.

მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანი პუტინისთვის რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსების გაძნელებაა.

“სანქციები არ არის პანაცეა, ისინი არ შეაჩერებენ ომს თავისით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ისინი მუშაობს და სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვს: ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და კარგავს მოდერნიზაციის უნარს”, – თქვა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ OECD-ის პროგნოზების მიხედვით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 5,6%-ით შემცირდება, რაც ყველაზე მეტად G20-ის ქვეყნებს შორის.

სიახლეები

PACE ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს

ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს - მომხსენებლები ღრმა შეშფოთება...

პროკურატურა მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმის გამოძიებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ზღვის უბნის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ბრალდებულები,...

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა...

მოზარდთა დანაშაულებზე პოლიტიკა მკაცრდება

"ოცნების" ინიციატივა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პოლიტიკა გაამკაცროს, უკვე გახდა კრიტიკის საგანი. ბავშვთა უფლებადამცველების...