მთავარისიახლეებიმსოფლიო"რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია" - პრემიერი რუსეთ-უკრაინის ომზე

“რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია” – პრემიერი რუსეთ-უკრაინის ომზე

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომს “რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია” უწოდა და დაამატა, რომ ამ აგრესიამ “თავდაყირა დააყენა მსოფლიო დღის წესრიგი”:

„მთელი წლის განმავლობაში, მთავარი მოვლენა, მთავარი გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც რეალურად თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი”.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ მძიმე დღეებშიც კი, როცა სხვა საელჩოებმა დიპლომატები დროებით გაიწვიეს:

ჩვენი საელჩო და ჩვენი ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე არ ტოვებდნენ კიევს, მაშინ, როცა სხვა ქვეყნის საელჩოები ტოვებდნენ კიევს. ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულდება დაკისრებულ მოვალეობას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოსა და ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან აღნიშნული ომი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება, ეს არის ჩვენი სურვილი. მინდა უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს ვუსურვო ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მათი სუვერენიტეტის მიმართ”, – თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყანა მიუერთდა 400-ზე მეტ რეზოლუციასა და განცხადებას:

“მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და ხალხს. ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე, მხარი დავუჭირეთ ხმამაღლა უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიახლეები

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...