მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე - კონფერენციაზე თუ სკამის ცუდად დადგმის გამო არ მივიდა,...

ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე – კონფერენციაზე თუ სკამის ცუდად დადგმის გამო არ მივიდა, გამოვასწორებდით

Published on

სკამის დადგმის გამო თუ არის, გამოვასწორებდით, მობრძანებულიყო – თუ სკამი ცუდად დგას, ამის გამო არ მიხვიდე, მერჩივნა ის მიზეზი ყოფილიყო, რაც მე მეგონა, რომ ავად იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება იმის შესახებ, რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი „ელჩების კონფერენცია 2022“ – ს.

ზარქუას თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, წესით, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო.

„მგონია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, წესით პრეზიდენტი უნდა იყოს. სკამის დადგმის გამო თუ არის, გამოვასწორებდით, მობრძანებულიყო. რადგან არ დაესწრო, მეგონა, ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა. რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე – პროტოკოლით, სიტყვა ვისზე წინ ან შემდეგ თქვას, ამის გამო რომ არ ესწრება ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას…

როდესაც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია, ამ დროს სიტყვა არ დაგითმეს, თუ სკამი ცუდად დგას, ამის გამო არ მიხვიდე, ამას მერჩივნა ის მიზეზი ყოფილიყო, რაც მეგონა, რომ ავად იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას – „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, – აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...