მთავარისიახლეებიმსოფლიოჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან მას თავად ვქმნით - ზელენსკის საშობაო მიმართვა

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან მას თავად ვქმნით – ზელენსკის საშობაო მიმართვა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვა ჩაწერა და მათ მიმართა, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს:

შენიშვნა: “ჯემნიუსის” თარგმანი:

“დღეს და ზამთრის მომავალ არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით – ვიღაცები დღეს ცაში პირველ ვარსკვლავს დაინახავენ ბახმუტის, რუბიჟნოესა და კრემენაიას თავზე.

ვიღაცები მას საკუთარი სახლების ტყვიებით დახვრეტილი სახურავებიდან დაინახავენ. ვიღაცები დღესასწაულს სხვის სახლებში შეხვდებიან, თუმცა არა უცხო ხალხში – უკრაინელების სახლში, რომელთაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს.

ვიღაცები “შჩედრიკს” სხვა ენაზე მოისმენენ – ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და სხვა მრავალ ქალაქსა თუ ქვეყანაში.

ვიღაცები კი ამ შობას ტყვეობაში შეხვდებიან. თუმცა, დაე მათ ახსოვდეთ, რომ ჩვენ მოვდივართ და ყველა უკრაინელს დავუბრუნებთ თავისუფლებას.

სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად შევხედავთ საღამოს ცას, და ერთად გავიხსენებთ 24 თებერვლის დილას.

გავიხსენებთ, რამდენი გავიარეთ. გავიხსენებთ აზოვსტალს, ირპენს, ბუჩას, კრამატორსკს, ზმეინს, ჩერნობავკას, იზიუმს, ხერსონს.

ჩვენ ჩავიფიქრებთ სურვილს – ერთს ყველასთვის. და შევიგრძნობთ სიხარულს – ერთს ყველასთვის. და შევიცნობთ ჭეშმარიტებას – ერთს ყველასთვის. ვერც ერთ კამიკაძე დრონს ვერ შეუძლია შობის განთიადის ჩაქრობა – ჩვენ მის ნათებას მიწის ქვეშ, თავშესაფრებშიც დავინახავთ. და არასდროს ვიგრძნობთ სიმამაცისა და დაუმარცხებლობის დეფიციტს.

ჩვენ ბევრი მტკივნეული ამბავი გადავიტანეთ და დამსახურებულად შევხვდებით სასიხარულო ამბავს: ვიმღერებთ სიმღერებს – მხიარულად, როგორც არასდროს, ისე, რომ გადავფაროთ გენერატორების ხმა. მოვისმენთ ნათესავების ხმას და მოლოცვას – სულში, თუნდაც ინტერნეტთან კავშირი გაგვიწყვიტონ.

და ჩვენ უკუნით სიბნელეშიც კი ვიპოვით ერთმანეთს, რომ ძლიერად ჩავეხუტოთ. და თუ არ იქნება სითბო, ერთმანეთს გასათბობად დიდი ხნით ჩავეხუტებით.

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან მას თავად ვქმნით.”, – ამბობს ზელენსკი საშობაო მიმართვაში. 

სიახლეები

პროევროპული აქციებისას დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის...

გახსოვდეთ,ნებდებიან ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს! სინდისის პატიმარი

„არაერთი დარბევის მომსწრე გავხდი - მთავრობა დაუპირისპირდა მშვიდობიან მოქალაქეებს ძალადობით. ჩემი თითქმის 9-თვიან პატიმრობასა და...

პროკურატურა თედო აბრამოვის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 22 წლის თედო აბრამოვის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამარლოში...

6 ორგანიზაცია-ანტიკორუფციულმა მოგვწერა, გვემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს...