მთავარისიახლეებისაზოგადოებაკელი დეგნანი - ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა გარკვეული კითხვები

კელი დეგნანი – ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა გარკვეული კითხვები

Published on

ბატონი გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა გარკვეული კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მთავარი დამოუკიდებელი მედია საშუალების ხელმძღვანელს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნახოს და დარწმუნდეს, რომ აღნიშნული საკითხი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„ეს იყო ჩვენი კომენტარი დასაწყისიდანვე, მათ შორის როდესაც განაჩენი, არაპროპორციულად მკაცრი განაჩენი, იქნა გამოტანილი ასეთი ბრალდებებისთვისაც კი. ამიტომ, მგონია რომ ასეთი კითხვები გრძელდება და რჩება ასეთ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, სადაც მედიის სივრცეს ავიწროებენ.

კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შერჩევითი დევნისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის ნებისმიერი კითხვები გაქრეს და დარწმუნებული იყოს, რომ ჟურნალისტებს არ ეშინიათ საკუთარი საქმის კეთება. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცე მედია გარემოს არსებობა, მათ შორის საქართველოშიც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...