მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 303-ე დღეს - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ომის 303-ე დღეს – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

აშშ-ის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) ვლადიმირ პუტინის განცხადება, თითქოს კრემლი მონდომებულია მალე დაასრულოს კონფლიქტი უკრაინაში, შეაფასა, როგორც მოსკოვის კონსოლიდირებული მცდელობა, გაამართლოს ძვირადღირებული ომი. ექსპერტების შეფასებით, პუტინი აგრძელებს რიტორიკას, რომლის მიხედვითაც არ მიიჩნევს ვოლოდიმირ ზელენსკის თანასწორუფლებიან პარტნიორ-კოლეგად და არ აღიარებს უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. 

“როიტერის” ცნობით, კერძო სამხედრო ჯგუფ “ვაგნერის” დამფუძნებელი პრიგოჟინი თვეში 100 მლნ დოლარზე მეტს ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში. მის ჯგუფში, სააგენტოს ცნობით, 50.000-ზე მეტი ადამიანი ირიცხება, აქედან 10.000 კონტრაქტით მოსამსახურეა, ხოლო 40.000 მსჯავრდებული, რომლებიც ფრონტზე პირდაპირ ციხეებიდან წაიყვანეს. 

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, მიაწოდოს უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “პატრიოტი”, ხელს უწყობს კონფლიქტის გახანგრძლივებას.

ხერსონის ოლქის ქალაქ კახოვკაში უკრაინელმა პარტიზანებმა კოლაბორანტი სერგეი შტეპა საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინვე ამოქმედდა, როგორც კი შტეპამ ძრავი დაქოქა. ის მანქანაში ცოცხლად ჩაიწვა.

The Wall Street Journal , ევროპელ და უკრაინელ დიპლომატებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება სამშვიდობო გეგმას 2023 წლის თებერვალში ჭარადგენს. 

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ქვეყნის ბიუჯეტი 1,7 ტრილიონი დოლარის მოცულობით, საიდანაც 44,9 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლადაა გათვალისწინებული.  

დონბასში დაჭრილ როსკოსმოსის ყოფილ შეფს დიმიტრი როგოზინს მოსკოვში გადაიყვანენ, ის ამჟამად დონის როსტოვის კლინიკაში იმყოფება. ნამსხვრევი როგოზინს ხერხემალში მოხვდა.

ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი კოლაბორანტები დარმატული თეატრის შენობას ანგრევენ. ამ თეატრის დაბომბვის დროს, 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. 

ცნობილი ტერორისტი გირკინი (სტრელკოვი) რუს პროპაგანდისტ სოლოვიოვს მიმართავს და პირობას დებს, რომ როცა რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს (“თუ ჩვენი გენერლები ისე გააგრძელებენ ომს, როგორც 10 თვის განმავლობაში აკეთებენ ამას, დიდი შანსია წაგების”,- ამბობს გუირკინი), ყველაფერს გააკეთებს, რათა ტელეწამყვანმა ქვეყნიდან ვერ გაასწროს.

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...