მთავარისიახლეებიმსოფლიოოკუპირებულ კახოვკაში უკრაინელმა პარტიზანებმა კოლაბორანტი ააფეთქეს

ოკუპირებულ კახოვკაში უკრაინელმა პარტიზანებმა კოლაბორანტი ააფეთქეს [video]

Published on

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ კახოვკაში, უკრაინელმა პარტიზანებმა კოლაბორანტი ანდრეი შტეპა ააფეთქეს – ის საკუთარ ავტომანქანაში ცოცხლად ჩაიწვა. 

კახოვკა ხერსონის ოლქის ქალაქია, ანდრეი შტეპა კი რუს ოკუპანტებთან “ტკბილ” ურთიერთობაში ოკუპაციის პირველი დღეებიდანვე იყო შემჩნეული. 

ანდრეი შტეპას აფეთქების კადრები ინტერნეტშიც გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მაშინვე მოხდა, როგორც კი შტეპა მანქანაში ჩაჯდა და ძრავი დაქოქა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და იქ ცოცხლად დაიწვა. 

ბოლო პერიოდში უკრაინელი პარტიზანები მელიტოპოლსა და კახოვკაში გააქტიურდნენ. ცოტა ხნის წინ მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა აფეთქდა, ხოლო უფრო ადრე იქაც ერთი კოლაბორანტი მოკლეს. 

“ყველა მოღალატეს ასეთი ბედი ელის”, – მსგავს მინიშნებებს პარტიზანები იმ ადგილებში ტოვებენ, სადაც კოლაბორანტები, უმეტესწილად, ვერტიკალურ მდგომარეობაში აღესრულებიან. 

IMG_9292

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...