ამერიკა მზადაა, წინ აღუდგეს მჩაგვრელს – ბაიდენი

0
206

“უკრაინის ბრძოლა გაცილებით უფრო დიდი რაღაცის ნაწილია, ამერიკელები მზად არიან, წინ აღუდგნენ მჩაგვრელს” – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“უკრაინის ბრძოლა გაცილებით უფრო დიდი რაღაცის ნაწილია და ამერიკელებმა ეს იციან. მათ იციან, რომ მაქსიმალურად უნდა დავდგეთ ამ მხარეს და წინ აღვუდგეთ ამ საშინელ შეტევას დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე და ჩვენ მაქსიმალურად გავიწევთ წინააღმდეგობას ასეთ შეტევას. ამერიკელები მზად არიან წინ აღუდგნენ მჩაგვრელს, წინააღმდეგობა გაუწიონ თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში დღეს ჩავიდა, ომის დაწყების დღიდან დღემდე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა. ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი კონგრესში სიტყვით გამოვა.

წინა სტატიადონბასში რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, დმიტრი როგოზინი დაიჭრა
შემდეგი სტატიაკონგრესს შეუძლია 48 საათის განმავლობაში დაამტკიცოს $45 მილიარდიანი დახმარება უკრაინისთვის – პელოსი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური