ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება – მედია

0
211

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ამერიკაში, ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს. CNN-ს ორი წყარო ეუბნება, რომ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენ, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე.

CNN-თან ორმა ცალკეულმა წყარომ თქვა, რომ ზელენსკი უკვე მიდის ვაშინგტონში. ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინის ფარგლებს გარეთ მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, ვიზიტი ბაიდენთან შეხვედრის გარდა მოიცავს კომუნიკაცას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან.

BBC წერს, რომ სამშაბათს ღამით, დემოკრატიული პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მოუწოდა კონგრესის წევრებს დაესწრნონ ოთხშაბათს საღამოს შეკრებას “დემოკრატიაზე განსაკუთრებული ფოკუსირებისთვის”. მას დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

ამერიკელი ოფიციალური წყარო CNN-ს ეუბნება, რომ ვიზიტის დროს ბაიდენი გამოაცხადებს დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინისთვის.

წინა სტატიასააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა და ისტორიულ სინათლეს შორის – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიათუ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად არ ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, უკვე დრო აღარ გვაქვს – ხაჭაპურიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური