მთავარისიახლეებიმსოფლიოარგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა - "გვაპატიე, მბაპე!"

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა – “გვაპატიე, მბაპე!”

Published on

კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

არგენტინის ნაკრების მხრიდან ლეო მესიმ 2, ხოლო ანხელ დიმარიამ 1 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში კი, კილიან მბაპე ჰეთ-თრიქით გამოირჩა.

საბოლოოდ, დაძაბული მატჩი პენალტების სერიაში არგენტინის გამარჯვებით დასრულდა.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა, საუკეთესო მოთამაშე კი – ლეონელ მესი. 

გახსენებად ღირს, რომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე არგენტინელი გულშემატკივრები და სპორტული პრესა აკრიტიკებდნენ ნაკრების მწვრთნელს ლუის კარლოს ბილარდოს, ამბობდნენ, რომ ნაკრებს მექსიკაში შანსი არ ჰქონდა.

მაგრამ ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც არგენტინამ გერმანია 3;2 დაამარცხა და დიეგო მარადონამ მსოფლიო თასი აღმართა, არგენტინელებმა დიდი ბანერი გამოფინეს წარწერით: “გვაპატიე, ბილარდო! გმადლობთ!”

საფეხბურთო ობიექტურობა მოითხოვს, დღეს ყატარში, სტადიონზე აღიმართოს იგივე ზომის ასეთივე ბანერი წარწერით: “გვაპატიე, მბაპე! გმადლობთ!”.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...