მთავარისიახლეებივაგრძელებთ მუშაობას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს - ზელენსკი

ვაგრძელებთ მუშაობას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამზადებენ შეთახმებას, რომელიც გააძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მისცემს ქვეყანას მეტ ოპერატიულ შესაძლებლობას.

ტრადიციულ საღამოს ვიდეო მიმართვაში მან ასევე თქვა, რომ მუშაობა გრძელდება სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე:

“ჩვენ ასევე არ ვანელებთ ჩვენ აქტიურობას რუსული აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისა და მასზე პასუხისმგებელი ყველა პირის პასუხისმგებლობაში მიცემაზე. დღეს მე მოვუწოდე ჩვენს მეგობრებს ევროპაში და ევროპარლამენტის წევრებს, გააძლიერონ ძალისხმევა, რათა საბოლოოდ ამოქმედდეს ტრიბუნალი. ტერორისტულმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა დამწვარი უკრაინული ქალაქისთვის, ჩვენი ხალხის ყოველი განადგურებული სიცოცხლისთვის. და აიღებს”.

მისი თქმით, გაეროსთან ერთად მუშაობენ საერთაშორისო მანდატის მქონე მისიების ორგანიზებაზე, რომლებიც უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უნდა შევიდნენ.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...