მთავარისიახლეებიდღეიდან მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები...დაასახელა რამდენიმე...

დღეიდან მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები…დაასახელა რამდენიმე ექთანი, რომელსაც ენდობა – ადვოკატი

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღეიდან მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მხოლოდ იმ საკვებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ.
ხაჭაპურიძის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას:

“მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას დათანხმდა. გარდა ამისა, გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს. მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები ან ადვოკატი. სისტემას შეუძლია დახედოს, შეამოწმოს და ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. მან დაასახელა რამდენიმე ექთანი, რომელსაც ენდობა. ვთქვათ, თუ დედამისს არ შეატანინეს საკვები, რამდენიმე ექთანზეა საუბარი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საკვების შეტანა. მიზეზი არის ის, რაც გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მოწამლული არის სისტემაში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იგი იძულებულია მიმართოს ამ ზომებს. ჩვენ ვაცნობეთ ამის შესახებ საბადრაგო სამსახურს და ისინი თავის ხელმძღვანელობას აცნობებენ და ამ საკითხებში გაარკვევენ” – განაცხადა ხაჭაპურიძემ “ვივა მედიდან” გამოსვლის შემდეგ.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პალატაში წევს და მას საკვები დილიდან არ მიუღია და რთულ მდგომარეობაშია – “აშკარად ეტყობა, რომ არის ნანერვიულები, ისევ 38 აქვს სიცხე და არასტაბილური წნევა, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია“, – დასძინა მან.

სიახლეები

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...