მთავარისიახლეებიჯანმრთელობა ძალიან შერყეული აქვს, შეიძლება სასამართლო სხდომებს მთლიანად ვერ დაესწროს - მიხეილ...

ჯანმრთელობა ძალიან შერყეული აქვს, შეიძლება სასამართლო სხდომებს მთლიანად ვერ დაესწროს – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლოა სასამართლო სხდომებზე სრულად დასწრება ვერ შეძლოს. ამის შესახებ ადვოკატები საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

სასამართლო სხდომა სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე 14 დეკემბერს გაიმართება. სხდომაზე ყველა ის ექსპერტი უნდა გამიკითხოს, ვინც სააკაშვილის დასკვნაზე იმუშავა.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შერყეულია მისი და შეიძლება სასამართლო სხდომების მიმდინარეობას მთლიანად ვერ დაესწროს, ვინაიდან შეიძლება გახდეს ცუდად. დასკვნებისა და სპეციალისტების განმარტებებზე დაყრდნობით ვფიქრობ მაინც, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გადაევადოს, ან გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს ამ საქმეზე გადაწყვეტილება, ვინაიდან დღითიდღე უარესდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – თქვა ადვოკატმა ილია ლომაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს სასამართლო სხდომას დაესწროს, თუ ეს შესაძლებელი არ იქნება თანახმაა სხდომა პალატაში ჩატარდეს, ან დისტანციურად ჩაერთოს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...