მთავარისიახლეებიექსტრემისტებს, ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდათ მეორე ფრონტი და მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური...

ექსტრემისტებს, ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდათ მეორე ფრონტი და მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – ღარიბაშვილი

Published on

უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. შარშან მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღარიბაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში, “ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესია”, რაც განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ.

მისივე თქმით, ბოლო 2-3 წელში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მლრდ ლარით. გაისად კი მშპ, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, 80 მლრდ ლარი იქნება:

“ეს სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომის და სიკვდილის პარტიამ. მე ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა” ამბობს ღარიბაშვილი.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...