მთავარისიახლეებიმზაობა გამოთქვა მოსამართლემ - ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შემდეგ პროცესზე ჩაერთვება

მზაობა გამოთქვა მოსამართლემ – ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შემდეგ პროცესზე ჩაერთვება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ტექნიკურად საჭირო იყო ორი სამუშაო დღე, რათა მიხეილ სააკაშვილის პროცესი განახლდეს. მისივე თქმით, შემდეგ პროცესში სავარაუდოდ მესამე პრეზიდენტიც ჩაერთვება – “ამის მზაობა გამოთქვა მოსამართლემ, დიახ ჩაერთვება”.

“ორი კალენდარული სამუშაო დღე არის, ტექნიკურად, როგორც ჩანს ეს საჭირო იყო, ცუდად არის, გასაგებია მაგრამ ჩვენი პოზიციაც არის, რომ ჩვენ გვინდა ამ პროცესზე ამ ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, პროცესი ისე ვერ ჩატარდება. წარმოუდგენელია მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება ისე, რომ ადამიანი არ ესწრებოდეს პროცესს”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, პროცესი ტექნიკური საკითხების მიზეზით გადაიდო, ასევე, სახალხო დამცველმა წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც დღეს გადაცემა ადვოკატებს. მეორე მხარე კი იმ 6 ტომს უნდა გაეცნოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ წარადგინა.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...