მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა კონფიდენციალურად გადმომეცა - ნინო ლომჯარია

სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა კონფიდენციალურად გადმომეცა – ნინო ლომჯარია

Published on

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას იცნობს, თუმცა, ამ ეტაპზე მის შესახებ საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მას არ აქვს დასტური მიხეილ სააკაშვილის ოჯახისგან, რომ ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვოს.

მე გადმომეცა ეს დასკვნა კონფიდენციალურად. არ მაქვს დასტური, რომ მე ან ჩემმა ექიმებმა საჯაროდ ვისაუბროთ დასკვნის შინაარსის თაობაზე.

ამ გარემოებებს ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ. თუ გვექნება თანხმობა, ვისაუბრებთ უფრო მეტადაც. დამოუკიდებელ კონსილიუმთან გვაქვს აქტიური კონსულტაციები, გავაცანით ექსპერტიზის ეს დასკვნა.

ჩვენ განვიხილავთ და ვმსჯელობთ, რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული ამ საქმეში სახალხო დამცველი. ერთ-ერთი ფორმა შეიძლება, იყოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა.

გვაქვს ყოველდღიური კონსულტაციები კონსილიუმის წევრებთან. გუშინაც ვისაუბრეთ ამის თაობაზე, დღეს იყო გარკვეული საკითხები დასაზუსტებელი, რის გამოც ჩემი წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა უკვე სასამართლოშია.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ საქალაქო სასამართლოში 16 ტომი და მეხსიერების ბარათი მიიტანა, რომელზეც ჩაწერილია ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება ახლა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

ხაჭაპურიძის განმარტებით, უმძიმესი დაავადებების გამო მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადებასაც განიხილავს.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....