მთავარისიახლეებიზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავ - მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

ზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავ – მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

Published on

“სალომე ზურაბიშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, მისგან არაფერს გამოვრიცხავ” – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის ნარატივზეა დამჯდარი”.

“არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას გააკეთებს ნამდვილად არ ვიცი. ისეთ განცხადებებს აკეთებს მისგან არაფერს გამოვრიცხავ. ვაგონებით ჩამოჰყავთ რუსები საქართველოშიო რომ იძახა – იმდენად ჩაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივში, ხომ დაგეგმეს იმათმა, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ეთნიკურად ქართველია ძალიან დიდი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებისა, ვინც დარჩა საქართველოში ამ პერიოდში, ეს იციან და მაინც რუსები შემოდიანო. კი ბატონო, რუსიც ბევრია, უკრაინელიც, რუსულ ენოვანი ადამიანები ჩანან უფრო მეტნი ქუჩაში, მაგრამ ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ვინც დარჩა და ვინც უკან არ ბრუნდება, ის ადამიანები არიან საქართველოში რომ ოჯახები ჰყავთ, ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და დიდი ნაწილი ქართველი – სამწუხაროდ, ამ ნარატივზე დაჯდა პრეზიდენტი და იძახა, რომ ვაგონებით ჩამოჰყავთ რუსეთიდან ხალხი, რა ვაგონი? როდის ნახა ბოლოს ვაგონი? და ამ განცხადების ავტორი რა ვიცი, რას გააკეთებს, რა გითხრათ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ზურაბიშვილი საქმის კურსშია. მას ინფორმაცია სახალხო დამცველმა მიაწოდა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...