მთავარისიახლეებისაზოგადოებაშევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება - ჭიაბერაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე

შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება – ჭიაბერაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე

Published on

პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” გადაცემა “ღამის მთავარში” ისაუბრა.

ჭიაბერაშვილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხებაა.

“რა მორალით უნდა გაუსწოროთ სარკეში საკუთარ თავს თუ ეს ადამიანი მოკვდება და თუ პუტინი და ივანიშვილი ხაზს გადაუსვამენ იმ პატარა წარმატებას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა. თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს – აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება. გაცილებით მწარე იქნება ის შედეგი, რაც შეიძლება ამ არჩევნების შემდეგ დადგეს, თუ ადამიანებს ერთიანობის განცდა არ აქვთ და არ აქვთ იმის განცდა, რომ ივანიშვილს და პუტინს მხოლოდ ერთიანობით შეიძლება მოვუგოთ”, – თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, 26 ნოემბერს ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ის ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...