მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი დაქორწინებულია - ,,გაეროს ფონდის" საგანგაშო სტატიკა

საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი დაქორწინებულია – ,,გაეროს ფონდის” საგანგაშო სტატიკა

Published on

ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოს რეგიონებში დაქორწინებულია – საგანგაშო სტატიკა ,,გაეროს მოსახლეობის ფონდმა” გაასაჯაროვა. კვლევის პრეზინეტაცია ამ წუთებში ,,ჰოლიდეი ინ”-ში მიმდინარეობს, რომლსაც საქართველოს ხელსუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

,,გაეროს ფონდის” კვლევაში პირდაპირ წერია, რომ არასრუწლოვანთან შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში სამთავრობო უწყებების მხრიდან უმეტესად სწორი რეაგირება არ ხდება. ასეთ საქმეებზე ხშირად საპროცესო გარიგებები ფორმდება. კვლევის მიხედვით ასეთი 39 ქეისიდან საპროცესო შეთანხმება 20 პირს გაუფორმდა, მხოლოდ 11 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

20-დან 24 წლის ახალგაზრდებს შორის 14%-ია დაქორწინებული 18 წლამდე ასაკში, ეს მაჩვენებელი ძალიან განსხვავებულია სოფლებსა და ქალაქებში. სოფელში 25%, ანუ ყოველი მეოთხე გოგონა დაქორწინებულია.

ერთია დამოკიდებულების შეცვლა და ეს პრაქტიკა იყოს მიუღებელი. მეორეა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ ყველაფერზე, როცა მისი პრევენცია ვერ ხერხდება. სწორედ ამ მეორე ნაწილს ეხება ეს კვლევა – აცხადებს ლეილა ბაქრაძე, ,,გაეროს ფონდის” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

,,გაეროს ფონდი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს ადეკვატური რეაქცია არასრულწლოვნების ნაადრევი ქორწინების ფაქტებზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...