მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის - სად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის – სად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმია აგრძელებს შეტევით მოქმედებებს ბახმუტის მიმართულებით, ხოლო თავდაცვითი პოზიციები უჭირავს კუპიანსკის, ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიის, ხერსონისა და ლიმანის მიმართულებებზე.

ზაპოროჟიის ოლქის დასახლებებში რუსული სარაკეტო დარტყმებისგან დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე, ოკუპანტებმა 20-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელეს უკრაინელთა პოზიციების მიმართულებით. სარაკეტო დარტყმებისგან დაზიანდა ასევე ხერსონი.

ლუგანსკის ოლქის დახალება ხრუსტალნოეში (რუსული მხარე დასახლებას “კრასნი ლუჩს” უწოდებს), საოკუპაციო ძალებმა გამოაცხადეს მობილიზაციის დასრულების შესახებ, ხოლო იმ მოქალაქეებს, ვისაც დასახლების დატოვება სურთ, გასასვლელებში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე მკაცრად ამოწმებენ.

ZSU-ს ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა. დადასტურებულია რუსული შენაერთის ლიკვიდიაცია ზაპოროჟიის ოლქში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...