მთავარისიახლეებისაზოგადოება"მამაჩემმა თავი მოიტყუა" - პრეზინდეტის შვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით შეცდომა...

“მამაჩემმა თავი მოიტყუა” – პრეზინდეტის შვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით შეცდომა დაუშვა

Published on

მესამე პრეზიდენტის შვილი ედუარდ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ნაბიჯის მოლოდინშია. საუბარია ბრალდებული პრეზიდენტის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე.

ამასთან, ედუარდ სააკაშილი მიხეილ სააკაშვილის საქათველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას შეცდომად აფასებს და თვლის, რომ მან თავი მოიტყუა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა დაიჯერა ის, რისი დაჯერებაც სურდა.

მემგონი, ყველა ხვდება უკვე, უმრავლესობა, რომ სიტუაცია მართლა მძიმედაა და ვფიქრობ, რომ ახლა არის ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. მე არ მინდოდა მეთქვა „კომპრომისი“, იმიტომ, რომ ეს უფრო პოლიტიკური სვლა არის, სამართლიანი სვლა არის და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ყველანაირად. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მართლა არის, რომ მისი სიცოცხლე მოსპონ, მე არ მგონია, რომ ეს არის მათი მიზანი, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება უბრალოდ. ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა. ამ წლების განმავლობაში ის არც იყო საქართველოში, ამიტომ მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდოდა მის გონებამდე. თვითონაც ფილტრავდა, რაც უნდოდა, ის ესმოდა და ამან უბიძგა უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ. მემგონი, ძალიან ნანობს თავადაც ამას და მის ადგილაც მეც ვინანებდი, მაგრამ მემგონი, ესაა მიზეზი, რის გამოც ის ამას არ გაიმეორებს მომავალში. ეს იყო ემოციური, ირაციონალურ სურვილი მისი მხრიდან და ამან განაპირობა მისი შეცდომები და ამან განაპირობა ისიც, რომ ის იჯერებდა გარკვეულ დაპირებებს და ისტორიებს, რომელიც მას ესმოდა საქართველოდან, მაგრამ მას სხვაც ესმოდა, თუნდაც ჩემგან, მაგრამ მას ამის მოსმენა არ უნდოდა, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...