მთავარისიახლეები"ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია" - ხარჩილავამ მანქანის დაწვაზე ექსპერტიზის დასკვნა...

“ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია” – ხარჩილავამ მანქანის დაწვაზე ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა

Published on

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ამბობს, რომ 12 ოქტომბერს ღამით მომხდარი, რა დროსაც წალენჯიხის მერის მანქანა დაწვეს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ხარჩილავამ დღეს ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლითაც ირკვევა, რომ ცეცხლი არა მანქანის სალონში, არამედ, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, ასფალტის ზედაპირზე გაჩნდა.

“უსინდისო ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია. მე ახლა ხელში მიჭირავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მთელი დინამიკაა აღწერილი ცეცხლის გაჩენის, ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი. ეს გახლავთ პოლიტიკური გზავნილი, არა მხოლოდ პირადად ჩემს, არამედ ჩემი თანამებრძოლების მიმართ, რომ მუჭში მოექცეს წალენჯიხის თვითმმართველობა, მაგრამ წალენჯიხის თვითმმართველობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გზა და პოლიტიკა”, – თქვა გია ხარჩილავა.

შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. გია ხარჩილავას სახლთან გაჩერებულ მანქანას გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა, რაც წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა პოლიტიკურ თავდასხმად და გაფრთხილებად აღიქვა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...