მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება და ანტიამერიკული ხდება - კრამერი

თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება და ანტიამერიკული ხდება – კრამერი

Published on

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ამერიკის მიმართ სულ უფრო უარესი ხდება. ამის შესახებ კრამერმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა.

კრამერი ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თავდასხმას სენატორ შაჰინზე და თქვა:

“[სენატში გამოთქმული კრიტიკით შექმნილ] სიტუაციას ვერ დაეხმარა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, სენატორ შაჰინს უწოდა რაღაც, რაც უხეშად, როგორც ვიცი, ითარგმნება როგორც „კახპა“. ასე მოიხსენიო წამყვანი ამერიკელი სენატორი, არ არის მთლად მეგობრული ჟესტი. განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრის მხრიდან. ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე”, – თქვა დევიდ კრამრმა.

ცნობისთვის, “ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ჩათლახი უწოდა. ზარქუამ კომენტარი მაშინ გააკეთა, როცა ჟურნალისტებმა მას საქართველოზე სენატორ შაჰინის განცხადებების შეფასება სთხოვეს. გასულ კვირას, სენატის საგარეო კომიტეტში, სადაც კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობდნენ, მოხსენებები საქართველოზეც გაკეთდა. სენატორები ამბობენ, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი ჩავარდნილია და დემოკრატია გაუარესებული.

მოგვიანებით ზარქუამ განცხადება განმარტა და თქვა, რომ კომენტარის გაკეთებამდე ის ჟურნალისტებთან “სხვა კონტექსტში ხუმრობდა”.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....