მთავარისიახლეებიარ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკიდან იყოს დისტანცირებული - ხერხეულიძე აქციაზე

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკიდან იყოს დისტანცირებული – ხერხეულიძე აქციაზე

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მას შაბათს, 3 დეკემბერს დაანონსებული აქცია მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ხერხეულიძის თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული იყოს.

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან.

მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული. მე ლევანთან [ხაბეიშვილთან] არ მქონია [კომუნიკაცია] ლევანმა წუხელ გვიან გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მე დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მე დღეს ვნახე ამ ემოციების ფონზე გაკეთდა, იმ წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 დეკემბერს 15:00 საათზე “ოცნების” ოფისთან აქცია დააანონსა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...