მთავარისიახლეებივივა მედის ექიმებს მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გაყვანის რეკომენდაცია ჯერ არ გაუციათ

ვივა მედის ექიმებს მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გაყვანის რეკომენდაცია ჯერ არ გაუციათ

Published on

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას სავარაუდოდ ვერც დღეს დაესწრება. მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე ვივა მედშია. ექიმებს მისი კლინიკიდან გაყვანის რეკომენდაცია არ გაუციათ. ე.წ საზღვრის კვეთის საქმის განხილვაზე დასწრების სურვილი თავად მესამე პრეზიდენტმა გამოთქვა.

ამ წუთებში სააკაშვილთან ხატია დეკანოიძე იმყოფება. მანამდე კი ის პალატაში სახალხო დამცველმა მოინახულა.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის ვერ დება ლოგინიდან. ომბუდსმენი ამბობს, რომ მას ექიმებმაც დაუდასტურეს, რომ ვითარება იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე სააკაშვილის კლინიკაში შეყვანის დროს იყო.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 საათზეა ჩანიშნული.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...