მთავარისიახლეებისაზოგადოებავიშგოროდში რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ვიშგოროდში რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

Published on

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი ამბობს, რომ 23 ნოემბერს ვიშგოროდზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავდა 35 ადამიანი.

მისივე ინფომრაციით, დაშავებულებს შორის 6 ბავშვია – “ყველაზე პატარა გოგონა 5 წლისაა”.

ნებიტოვმა თქვა, რომ ვიშგოროდში რუსული რაკეტა, მაღალსართულიან კორპუსთან დაეცა, შედეგად დაზიანდა 4 შენობა, საბავშვო ბაღი და სკოლა.

“3 კმ-ის რადიუსში არ არსებობდა არც ერთი ობიექტი, თუნდაც ენერგეტიკული, რომელიც მათთვის [რუსებისთვის] საინტერესო იქნებოდა. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, გამომძიებლები შეძლებენ პასუხის გაცემას – ეს იყო მიზანმიმართულად საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა თუ ასეთი რაკეტა შემოფრინდა მხოლოდ იმიტომ, რომ არც ისე ზუსტია, როგორც ამბობენ”, – თქვა მან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...