მთავარისიახლეებიმმართველ პარტიას არ უნდა რომ დაანახოს საზოგადოებას მართლა რა მძიმე მდგომარეობაშია ჩემი...

მმართველ პარტიას არ უნდა რომ დაანახოს საზოგადოებას მართლა რა მძიმე მდგომარეობაშია ჩემი ძმა – გიორგი სააკაშვილი

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სასამართლოს ეზოში უკვე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, სხდომას არ დაესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი – კლინიკა ვივა მედში ექიმებმა რეკომენდაცია არ გასცეს.

საქალაქოს ეზოში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ძმაც. მისი თქმით, ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ დაინახოს, როგორ გამოიყურება მესამე პრეზიდენტი.

“მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ბოლო სასამართლო პროცესთან შედარებით, რომელიც 7 თვის წინ იყო და ორჯერ გახდა შეუძლოდ და მისი გაყვანა გახდა სასამართლო პროცესიდან დახმარების აღმოჩენისთვის. მე ხშირად მიწევს ჩემი ძმის მონახულება და დაგიდასტურებთ, რომ მისი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და მართლა ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს იმას, რომ კი, ნამდვილად ყველა ექიმი მაქსიმალურს ცდილობს, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა ვივა მედში, მაგრამ მდგომარეობა რთულია. რთული სათქმელია ჩემი მხრიდან, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ არა, მაგრამ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ თუნდაც თუ არ მოიყვანეს დღეს არ უნდათ მმართველ პარტიას რომ დაანახოს საზოგადოებას მართლა რა მძიმე მდგომარეობაშია დღესდღეობით ჩემი ძმა”, – თქვა გიორგი სააკაშვილმა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...