მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლოს სხდომას დაესწროს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლოს სხდომას დაესწროს – ადვოკატი

Published on

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლო პროცესს თავადაც დაესწროს.

“პროცესი ჩანიშნულია ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, მოხერხდება თუ არა მისი ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბუნებრივია, არის ალბათობა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცეს საშუალება სხდომაში მონაწილეობისა და აუცილებელი გახდეს სხდომის გადადება, თუმცა სურვილი აქვს დაესწროს”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სასამართლო პროცესებს ვერ ესწრება, რის გამოც სხდომები არ ტარდება. ადვოკატებიც და ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად, “ვივა მედში” ვერ უმჯობესდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...