მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ჩანს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ჩანს

Published on

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. ამის შესახებ ლომჯარიამ კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა, ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლინიკის ნევროლოგს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მომზადებული აქვს დასკვნა, რომელშიც ნევროლოგიური თვალსაზრისით დინამიკაში უკუსვლაზეა საუბარი.

“შევხვდი მის მკურნალ ექიმს და ასევე, მის ადვოკატს. პირველ რიგში, ვიტყვი რომ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, იმიტომ რომ უფრო დიდ ხანს მას ვხვდები, რომ უჭირს და არ შეუძლია საუბარი. მე არ ვარ ექიმი, თუმცა ნამდვილად, ერთი შეხედვით და საუბრითაც… მე მახსოვს, როგორი იყო ის შარშან იანვრის თვეში გორის ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება არის ძალიან თვალში საცემი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, ნამდვილად, ვიზუალურადაც ეტყობა, რომ არის მკვეთრად გაუარესებული იმ პერიოდიდან მოყოლებული. აქვს ძალიან მკვეთრი დაკარგვა წონის. ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც ასევე საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე. ვივა მედის ნევროლოგსაც აქვს დასკვნა, რომ ნევროლოგიური თვალსაზრისითაც დინამიკაში არის უკუსვლა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...