მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა დაადასტურებდა, რომ მისი მდგომარეობა დრამატულად გაუარესებულია, ეს არ უნდოდა ხელისუფლებას – მელია

0
225

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის მისივე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა, საზოგადოება კარგად დაინახავდა რეალურად რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი და “ოცნების” პროპაგანდაც არაეფექტური გამოჩნდებოდა. მელიას თქმით, სწორედ ამ მიზნით არ გადაიყვნაეს ვივა მედიდან სასამართლოში მესამე პრეზიდენტი.

“დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენა დაადასტურებდა რამდენიმე უცხოელი პროფესორი აკადემიკოსის დასკვნას, რომელიც უკვე მატერიალურ სახით მოცემულია და საუბრობს მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის , ქართული სამედიცინო წარმომადგენლების დასკვნებს, იმ ადამიანების მიერ გამოტანილი ცნობებს, ვისაც აქვს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი მდგომარეობა ციხიდან ჰოსპიტალ ვივა მედში გადაყვანის შემდეგ, არის დრამატულად გაუარესებული, რაც თავისთავად არის პარადოქსი. ადამიანი ციხიდან ჰოსპიტალში გადაგყავდეს და მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდებოდეს, ე.ი ადამიანის მდგომარეობ არის უმძიმესი. ეს ყველაფერი არ უნდოდა ხელისუფლებას, რომ საზოგადოებას ეხილა და დარწმუნებულიყო სიმართლეში. ამ შემთხვევაში, მისი პროპაგანდისტული მცდელობები, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე უტრირებს, რა თქმა უნდა, ჩაბარდებოდა წარსულს და იქნებოდა არაეფექტური.” ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, თუ სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობაზე სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, უარს იტყვის, ეს იქნება ვერდიქტი მესამე პრეზიდენტის მიმართ, თუმცა პროცესები ქვეყანაში, მელიას თქმითვე, “ძველებურად ვეღარ გაგრძელდება”

“უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიცით, რომ დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მათ ხელთ არსებული დასკვნებით და მოითხოვენ მიხეილს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას. თუკი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი სასამართლო იტყვის, რომ ადამიანი არის ჯანმრთელი, მიუხედავად იმისა, ვინ საუბრობს და რა დასკვნებია მოცემული , ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მიხელ სააკაშვილს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებლი და ის უნდა განაგრძობდეს “მკურნალობას” ვივა მედში, ეს იქნება ვერდიქტი, გამოტანილი მოსამართლის მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა მოკვდეს ნელი სიკვდილით იქ, სადაც ჰყავთ გამოკეტილი” თქვა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

შეგახსენებთ, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე პროცესზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა დღეს თავად გამოთქვა, თუმცა როგორც კლინიკა ვივა მედიდან გამოსულმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ექიმებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ გზაში მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არ გაუარესდებოდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს მისივე სასამართლოზე დასწრების საშუალება არ მიეცა.

სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში, თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.

წინა სტატია“ოცნების” ჩატში დადეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო უმძიმეს მდგომარეობაში – ეკა კვესიტაძე
შემდეგი სტატიამონაზონზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური