მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვესმის, რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ, სანამ მათ აქვთ რაკეტები, არ გაჩერდებიან...

გვესმის, რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ, სანამ მათ აქვთ რაკეტები, არ გაჩერდებიან – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ მათ რაკეტები აქვთ, არ გაჩერდებიან. ამ თემაზე მან ტრადიციულ საღამოს ვიდეო მიმართვაში ისუაბრა და აღნიშნა, რომ ეს კვირა, შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორც გასული.

“ჩვენ გვესმის, რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. და სანამ მათ აქვთ რაკეტები, ისინი არ გაჩერდებიან, სამწუხაროდ.

მაგრამ ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე – მოხუცებზე, ოჯახებზე ბავშვებით, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები – ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ თავდაცვის ძალები ემზადებიან და უკრაინა ყველა სცენარზე მუშაობს პარტნიორებთან ერთად.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...