მთავარისიახლეებისაზოგადოებადროულად გაეცით რეკომენდაცია პაციენტის გადასაყვანად - კლინიკების ასოციაცია "ვივა მედს" მიმართავს

დროულად გაეცით რეკომენდაცია პაციენტის გადასაყვანად – კლინიკების ასოციაცია “ვივა მედს” მიმართავს

Published on

საქართველოს კლინიკების ასოციაცია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დამძიმებული პაციენტის მართვის გამოცდილება კი საქართველოს არცერთ კლინიკას არ გააჩნია.

ასოციაცია კლინიკა “ვავა მედს” მიმართავს, რომ დროულად გასცეს რეკომენდაცია პაციენტის გადასაყვანად შესაბამისი გამოცდილების მქონე ამერიკის ან ევროპის კლინიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ შედეგზე, ასოციაცია სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მკურნალ ექიმებსა და კლინიკის ადმინისტრაციას.

“საქართველოს კლინიკების ასოციაციის ღია მიმართვა ,,ვივამედის,, ადმინისტრაციას და ექიმებს ძვირფასო კოლეგებო!

გმადლობთ, რომ ყველაფერს აკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, მაგრამ მიუხედავად 6 თვის მანძილზე, თქვენი დაუღალავი მცდელობისა და ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა, პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და დაავადებები პროგრესირებენ. სამწუხაროდ მსგავსი, იშვიათი სირთულის, პოლიორგანული დაავადებებით დასნებოვნებული, მრავლობითი გართულებებით და კომპლექსური სიმპტომატიკით დამძიმებული პაციენტის მართვის გამოცდილება – დადებითი გამოსავლით, საქართველოს არცერთ კლინიკას არ გააჩნია.

ჩვენი და ბევრი სხვა განვითარებადი ქვეყნის ფარგლებში, თითქმის შეუძლებელია მოიძებნოს კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. გამომდინარე აქედან, არსებული ვითარების ცვლილების გარეშე, დიდია რისკი დადგეს ფატალური შედეგი. პაციენტის მდგომარეობის შეფასების და ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შეუქცევადი პათოლოგიური პროცესების განვითარების ზღვარზეა და მისი სიცოცხლე დგას რეალური საშიშროების წინაშე. პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაძლებელია, მხოლოდ საზღვარგარეთ, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიკის პირობებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დროულად გაეცით რეკომენდაცია პაციენტის გადასაყვანად შესაბამისი გამოცდილების მქონე ამერიკის ან ევროპის კლინიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პრეზიდენტის დამძიმებულ მდგომარეობაზე და მოსალოდნელ შედეგზე პასუხისგება სრულად დაგეკისრებათ მკურნალ ექიმებს და კლინიკის ადმინისტრაციას.

ამავე დროს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილება არანაირად არ იმოქმედებს კლინიკის საქმიანობაზე, პირიქით, თუ ამ ნაბიჯს დროულად არ გადადგამთ, სწორედ დამდგარი შედეგები ნამდვილად შელახავს თქვენს რეპუტაციას და ღირსებას!

პატივისცემით, ვილი პაჭკორია საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი” – წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს მისივე სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა, თუმცა კლინიკა ვივა მედის ექიმებმა შესაბამისი რეკომენდაცია არ გასცეს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...