მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა გადაწყდეს - NGO-ები ხელისუფლებას

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა გადაწყდეს – NGO-ები ხელისუფლებას

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე მსჯელობისას ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით იხელმძღვანელოს და არა პოლიტიკური კონიუნქტურით.

„ხელისმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმების შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა არის „სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს“. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ხსენებულ განცხადებას პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოყვა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

ამრიგად, მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის, მათ შორის – საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელოს ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
პრევენცია პროგრესისთვის;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
მედიის განვითარების ფონდი;
მწვანე ალტერნატივა;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...