მთავარისიახლეებისაზოგადოებალიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

Published on

უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ შაბათს კიევს ერთდროულად სამი ევროპული სახელმწიფოს: ბელგიის, პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობის მეთაურები ესტუმრნენ.

როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram-ის არხზე დაწერა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო მასთან მოლაპარაკებებს მართავს კიევში.

ამავდროულად, უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი ამბობს:

“მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობ ლიეტუვისა და პოლონეთის მთავრობის მეთაურებს, ინგრიდა სიმონიტეს და მატეუშ მორავიეცკის. ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში განვიხილეთ აქტუალური საკითხები და გამოწვევები, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ შეთანხმებას. განცხადება, რომელშიც ჩვენ შევთანხმდით ჩვენს რიგ პოზიციებზე“.

ამასთან, ევროპელმა ლიდერებმა მიხაილოვსკის მოედანზე “ჰოლოდომორის” მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სხვა საკითხებთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მომხრენი არიან რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის.

ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა უკრაინასთან რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, რეპარაციების გადახდის მექანიზმის შექმნას. თუმცა, ეს დოკუმენტი საკონსულტაციო ხასიათისაა, მოსკოვმა მას იურიდიულად ბათილად უწოდა

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...