მთავარისიახლეები"თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი" - ჯიშკარიანის თქმით, დიდი ალბათობით, მიხეილ...

“თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი” – ჯიშკარიანის თქმით, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია

Published on

ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი – ასეთ დასკვნამდე ცენტრი “ემპათია” რამდენიმედღიანი კვლევისა და მსჯელობის შემდეგ მივიდა. განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა გააკეთა, ვისი თქმითაც მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში ნამდვილად არის მძიმე მეტალები, რომელიც მაღალი ალბათობით ნეიროინტოქსიკაციის შედეგია.

ცენტრი “ემპათიას” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ დასკვნამდე 10 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მივიდა.

ჯიშკარიანი პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან პაციენტს სასწრაფოდ სჭირდება გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანა.

“ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია სიკვდილის მცდელობასაც და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი…
თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი – ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი” ამბობს ჯიშკარიანი.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა პენიტენციურ დაწესებულებში მოწამლეს, როდესაც მან პირველად დაკარგა გონება დაკარგა. ხაჭაპურიძის თქმით, თუ დადასტურდა, რომ ის მოწამლულია, ოჯახსა და უფლებადამცველებს მოუწევთ, მიმართონ დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისთვის:

“მე ვადასტურებ რომ სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც მძიმეა. განსაკუთრებით ბოლო დღეებში მოხდა დამძიმება. თუ დადგინდება, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე და მისი სიცოცხლე იმდენად საფრთხეშია,რომ შეიძლება წამებზე და წუთებზე იყოს საქმე, შეიკრიბება საზოგადოება. აქ უკვე მივმართავთ ალბათ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და ამის მერე უკვე სულ სხვა რეჟიმზე მოხდება სიტუაციის გადაყვანა. მას აქვს გონების კარგვის ეპიზოდი პირველად რუსთავის ციხეში, აქედან იწყება ამერიკელი ტოქსიკოლოგის კვლევა” აცხადებს ხაჭაპურიძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...