თბილისში, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

0
166

ქალების მკვლელობის 10-ზე მეტი და მკვლელობის მცდელობის 20-ზე ფაქტი – ასეთია 2022 წლის არასრული სტატისტიკა. დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს უფლებადამცველი ორგანიზაციები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად ერთიანდებიან.

საპროტესტო მსვლელობა 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანომდე მივა.

მხოლოდ ბოლო ათ დღეში ბავშვებზე სექსუალური დანაშაულის 4 შემთხვევა გამოვლინდა, ორი დღის წინ კი 12 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონები ვერ უზრუნველყოფს ვერც ქალებისა და ვერც ბავშვების უფლებების დაცვას.

წინა სტატიაოკუპანტებმა ხერსონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიათუ გადაწყვეტა ყირიმის დეოკუპაციას არ მოიცავს, ეს ტყუილად დროის დაკარგვაა – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური