სააკაშვილს დეპრესია აქვს, არ მოსწონს ციხე, რაც მისი გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.
ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრის დროს პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა გააკეთა. ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის წარმომადგენელი, კითხვაზე განიხლება თუ არა სასჯელის გადავადება, პასუხობს რომ ამ მექანიზმის გამოყენება ხდება ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გამო, რაც სააკშვილს არ აქვს.
სასჯელის გადავადება ხდება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ხომ არ არის? ბევრი მსჯავრდებული გვყავს, ამ ქვეყანაში რომელსაც მართლა მძიმე დაავადებები აქვს, მაგრამ ციხის საავადმყოფოს პირობებში მკურნალობენ, ახლა უნდა გამოვყოთ ერთი ადამიანი, რომელსაც დეპრესია აქვს, ციხე არ მოსწონს და ამიტომ უნდა გადავუვადოთ სასჯელი, რომ ოდესმე მოეწონება და დაბრუნდება თუ როგორ? ამბობს დეპუტატი დავითულიანი.