ფემიციდი თერჯოლაში – ირკვევა, რომ კაცს, რომელმაც სუპერ-მარკეტში ყოფილი ცოლი მოკლა, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. საზარელი მკვლელობის მოტივად კი შურისძიება სახელდება.
ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, 41 წლის კაცმა, ქალს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული დაწესებულებაში ჩაკეტა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებები მიიღო თავად თავდამსხმელმაც. არსებული ინფორმაციით, მან ცეცხლმოკიდებული შენბიდან გამოსვლა მოასწრო. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კლინიკაში, რეანიმაციულ ანყოფილებაშია მოთავსებული.