მთავარისიახლეებირუმინეთის პარლამენტმა ჰოლდომორი კაცობრიობისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარა

რუმინეთის პარლამენტმა ჰოლდომორი კაცობრიობისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარა

Published on

რუმინეთის პარლამენტმა “ჰოლდომორი” კაცობრიობისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულად აღიარა. დეკლარაციას მხარი 248-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა.

რუმინელმა დეპუტატებმა და სენატორებმა ხმა მისცეს რუმინეთის პარლამენტის დეკლარაციას 1932-1933 წლებში საბჭოთა ოკუპაციის შედეგად უკრაინელი ხალხის განზრახ შიმშილის (ჰოლოდომორის) დაგმობის შესახებ.

რუმინეთის მმართველი ნაციონალური ლიბერალური პარტიის დეპუტატმა ალექსანდრუ მურარუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი, ისტორიული გადაწყვეტილებით, უერთდება მსოფლიოს დემოკრატიულ და ღირსეულ სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ არა მხოლოდ 1932-1933 წლის შიმშილის მსხვერპლთა ხსოვნას.

მისი თქმით, ეს არის „საბჭოთა კავშირისა და მისი ლიდერების მიერ გენოციდური, სისტემატური, პირდაპირი, ცინიკური, კრიმინალური ქმედებების აღიარება უკრაინელი ერის ფიზიკური განადგურების მიზნით“.

ამავდროულად, დოკუმენტი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც დაზარალდა ამ ტრაგედიაში და პატივს მიაგებს 1932-1933 წლების ხელოვნური შიმშილის მილიონობით მსხვერპლს

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...