მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 274-ე დილით - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ომის 274-ე დილით – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი დილის ცნობებს აქვეყნებს, სადაც მოცემულია საერთო სურათი ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

უკრაინელებმა დღე-ღამის განმავლობაში მტრის შეტევები მოიგერიეს ბახმუტის, ანდრეევკის, კლეშეევკის, კრასნოგოროვკის, მარინკის, ოზერიანოვკის, ოპიტნისა და იაკოვლევკის მიმართულებით.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის მიმართულებით გაუშვეს 78 რაკეტა, ასევე, განახორციელეს 23 საავიაციო დარტყმა. მათ “ანგარიშში” ასევე, არის უკრაინელთა პოზიციების მიმართულებით 70-ზე მეტი გასროლა ზალპური ცეცხლის სისტემებიდან.

ასევე, დღე-ღამის განმავლობაში, მასირებული სარაკეტო შეტევის განმავლობაში აფეთქებები მოხდა კიევის, კიევის ოლქის, ვინიცის, ლვოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიის, ხარკოვის, დონეცკის დასახლებულ პუნქტებში, საითაც რუსმა ოკუპანტებმა 67 ფრთოსანი რაკეტა და 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. აქედან 51 რაკეტა და 5 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინულმა ჰსთ სისტემებმა ჩამოაგდეს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...