მთავარისიახლეებისაზოგადოებაფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

Published on

ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციის პროექტსა და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

სამიტზე გამოსვლისას ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა პოლიტიკური შეფასება მისცეს აზერბაიჯანის ქმედებებს სომხეთის წინააღმდეგ, რომელსაც ის აგრესიად მიიჩნევს. მისი თქმით, მოკავშირეებმა აზერბაიჯანისგან უნდა მოითხოვონ ჯარების გაყვანა სომხეთის ტერიტორიის მათ მიერ ოკუპირებული ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში “ეს შეიძლება ნიშნავდეს ОДКБ-ს მოკავშირეების მხრიდან ვალდებულებებზე უარის თქმად”.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ბაქო ამას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამიტის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან ОДКБ-დან გასვლა გამორიცხულია.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...