მთავარისიახლეებიგთხოვთ, აუდიენცია ჩანიშნოთ სწრაფად, დრო არ ითმენს - ხაჭაპურიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი...

გთხოვთ, აუდიენცია ჩანიშნოთ სწრაფად, დრო არ ითმენს – ხაჭაპურიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი დატოვა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი დატოვა. ის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას ითხოვს, რათა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნოს.

“გთხოვთ აუდიენცია ჩანიშნოთ სწრაფად, რადგან დრო არ ითმენს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, მისი სიცოცოხლე აშკარად საფრთხეშია”, – აღნიშნულია წერილში.

შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტს გააცნობს საექსპერტო დასკვნასაც, რომელიც ხვალ ან ზეგ უკვე ექნება.

“შეწყალებაზე არ მივმართავთ, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და ვნახოთ, შევხვდებით, ვთხოვთ სასჯელის გადავადებას. წესით ამ საქმეს უნდა იხილავდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ეს რა თქმა უნდა, პრეცედენტია ქართულ მართლმსაჯულებაში ჯერ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუმცა მას როგორც თანამდებობის პირს, ულება აქვს მისი ნებისმიერი საქმე მოითხოვოს განხილულ იქნებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ”, – თქვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, მიხილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პრეზიდენტთან აუდიენციას ითხოვენ მედიკოსებიც. მათ შესაბამისი წერილი ადმინისტრაციაში დღეს დატოვეს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...