ძალიან მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა – ჰერჩინსკი

0
157

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს და შემდეგ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც კომისია გასცემს.

“დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ევროკავშირის 12 პუნქტიდან და არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ამ კანონპროექტმა მეორე მოსმენა უკვე გაიარა და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ის გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი გათვალისწინებული იყოს კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციები”, – თქვა ელჩმა ჰერჩინსკიმ “ფორმულას” თარგმანის მიხედვით.

ცნობისთვის, 21 ნოემებრს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და გაიმეორა მოწოდება, რომ “ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა”. იგივე მოწოდებას იმეორებს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დგენანიც.

წინა სტატიარა უნდა ვიცოდეთ ომის 274-ე დილით – სად რა ხდება უკრაინაში
შემდეგი სტატიარუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური