მთავარისიახლეებიდღეს შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს - ჯიშკარიანი მიხეილ...

დღეს შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ჯიშკარიანი წერს, “ემპათიას” დასკვნა ასახავს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და საჭიროა მისი სასწრაფო გადაყვანა ევროპის, ან აშშ-ს მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

“ცენტრი “ემპათია”-ს განცხადება, მიხეილ სააკაშვილის დასკვნასთან დაკავშირებით: ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს.” წერს “ემპათიას”
ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...