მთავარისიახლეებისაზოგადოება"გვჭირდება დავინახოთ, რომ მისდევთ ჩვენს ფასეულობებს პრაქტიკაში და მიაღწიეთ პოლიტიკურ კონსესუს" -...

“გვჭირდება დავინახოთ, რომ მისდევთ ჩვენს ფასეულობებს პრაქტიკაში და მიაღწიეთ პოლიტიკურ კონსესუს” – დებატები ევროპარლამენტში

Published on

დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის აღმოფხვრა და დეოლიგარქიზაცია – ეს არის მთავარი მოთხოვნები, რასაც ევროპელი პარტნიორები კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქართველოსგან, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

სწორედ ამ საკითხებზეა საუბარი ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტმა განიხილა.

“გაფართოების საკითხი დაფუძნებულია ნათელ კრიტერიუმზე და სტანდარტებზე და ძირითად პრინციპეპზე. გაფართოების საკითხი გეოსტრატეგიული პრიორიტეტია. ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭს, ხოლო საქართველო ამ სტატუსს მიიღებს მას შემდეგ რაც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ გაფართოების საკითხში ფოკუსირებული ვართ ფუნდამენტური რეფორმების ჩატარებაზე. ჩვენ შესაძლებელი გავხადეთ ვიმოქმედოთ სწრაფად კანდიდატი ქვეყნებისთვის, თუ ისინი იმოქმედებენ სწრაფად. ევროკავშირში გაწვერიანება არის იდეა თავისუფლების უსაფრთხოების და სტაბილურობის” ,- ამბობს ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრობისთვის უკრაინისა და მოლდოვასგან არა მხოლოდ კონკრეტულ შედეგებს უნდა დაელოდონ, არამედ თავადაც შესთავაზონ მხარდაჭრის გეგმა, რომელიც გაწევრიანების გარანტია იქნება.

“გაფართოების საკითხის წარამტება არის ასევე დამოკიდებული კანდიოდატ ქვეყნებზე. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ, რომ მისდევთ ჩვენს პრინციპებს და ფასეულობებს პრაქტიკაში. უნდა დავინახოთ, რომ თქვენს ქვეყნებში მიაღწიეთ პოლიტიკურ კონსესუს. ევროპილი მომავალი არის ის რაც თქვენი მოქალაქეები მხარს უჭერენს და იმსახურებენ”,- ამბობს ტონინო პიცულა, მომხსენებელი ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....