ბოლოს საწოლიდან ვეღარ ადგა – უნდა წავიდეს უცხოეთში სამკურნალოდ – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

0
206

რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება – ნამდვილად უნდა წავიდეს უცხოეთში სამკურნალოდ, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ყოველი მონახულებისას სააკაშვილი უფრო დაუძლურებული ხვდება.

„არ მაქვს არანაირი პოლიტიკური განათლება და ვერიდები ამგვარ განცხადებებს, თუმცა მაინც გამომდის. ერთი რამ ნამდვილად ვიცი – რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მისი ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, სულ უფრო ცუდად არის, ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი მხვდება, უფრო დაუძლურებული. ბოლო რამდენიმე მისვლაზე უკვე საწოლიდან ვეღარ ადგა. იწვა, როცა შევედი – ადრე ასე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ არ არის შეურაცხყოფა, არავინ მიიღოს ეს, როგორც ღირსების შელახვა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული. შესაბამისად, სამედიცინო სფერო არ არის ისე განვითარებული, როგორც განვითარებულ ქვეყნებში. ვფიქრობ, ის რომ გარეთ იყოს, სამკურნალოდ აუცილებლად წავიდოდა უცხოეთში, ისე როგორც ყველა სხვა ადამიანი. ჩვენს ქვეყანაში ყველა ტიპის რეაბილიტაცია და მკურნალობა ვერ ხერხდება. ვიცი უამრავი ადამიანი, რომელიც უცხოეთში მიდის და მკურნალობს. ნამდვილად უნდა წავიდეს უცხოეთში სამკურნალოდ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წინა სტატია“მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას”- ზელენსკი
შემდეგი სტატიაუახლოეს დღეებში ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე იმსჯელებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური