მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება - გერაშჩენკო

რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება – გერაშჩენკო

Published on

რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტვიტერზე ავრცელებს.

Russia is getting ready for 2nd wave of mobilization in January. The plan is to draft 500,000-700,000. The 300,000 drafted before – already killed/wounded/demoralized.

Russians are starting to be quietly unhappy about authorities – they can’t understand losses in praised army.

— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) November 22, 2022
მისივე ცნობით, გაწვევის მეორე ტალღისთვის რუსეთი გეგმავს, რომ 500,000-დან 700,000-მდე სამხედროს მობილიზებას.

“რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. მათი გეგმა არის, რომ 500,000-იდან 700,000-მდე პირი გაიწვიონ. აქამდე გაწვეული 300,000 სამხედრო – უკვე მოკლულია, დაჭრილი ან დემორალიზებული. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას – ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში”, – წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელში.

მობილიზაციის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. აღნიშნული ცნობები კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს, 21 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე უარყო- “ჩვენ ამას არ განვიხილავთ”, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, სამხედრო მობილიზაციის პირველი ტალღა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომში, 300,000 ადამიანი გაიწვია

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...