მთავარისიახლეებისაზოგადოებადეოლიგარქიზაციის შესახებ "ოცნების" კანონპროექტი ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ინსტრუმენტია - სიმონიშვილი

დეოლიგარქიზაციის შესახებ “ოცნების” კანონპროექტი ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ინსტრუმენტია – სიმონიშვილი

Published on

აშშ-ს ელჩის განცხადების შემდეგ მესამე სექტორი “ოცნება” დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცების გამო აკრიტიკებს. საუბარია კელი დეგნანის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინამ ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკან გაიწვია.

საის თავმდჯომარე ნიკა სიმონიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმის გარეშე აღნიშნული კანონპროექტი მათ ხელში მხოლოდ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება.

ფაქტობრივად, ევრომისიის სიტყვები არაფრად ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ და მეორე მოსმენით მიირეს, რაც , ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ ამ მოცემულობით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროეტში რამე არსებითი ცვლილების შეტანა უკვე შეუძლებელია. ერთადერთი, იქნება შესაძლებელი, თუ მართლა ეყოფა ხელისუფლებას პოლიტიკური ნება და გადააგზავნის ამ კანონპროექტს. ამას არ აკეთებს, იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალურად, დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმის გარეშე ეს იქნება პოლიტიკური ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, – თქვა სიმონიშვილმა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...